1. Facebook არის სოციალურ ქსელთა შორის ყველაზე მთავარი და არა იყვნენ სხვა სოციალური ქსელები უცხონი მისსა გარეშე.
2. არ გააკერპო და გახდე addict ისეთი ქსელებისა როგორიცაა hi 5( დრომოჭმული), Twitter ( გაურკვეველი დანიშნულების) და My Space ( გაგარინისეულ-უცხოპლანეტური) და Odnoklassniki ( ფუი ეშმაკს)
3. არ მოიხსენიო სახელი მარკ ცუკერბერგისა ამაოსა ზედა
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმინდა ჰყავ იგი: თუ სხვა დღეებში მარტო საღამოს ატარებ კომპთან, შაბათს დილიდანვე დაიწყე Farmville-ში ხვნა-ფარცხვა.
5. პატივი ეცი პაროლსა შენსა და Log in-სა შენსა, რათა დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა და ვინმემ account არ გაგიუქმოს. ( თუ უარესი არა)
6. წერე სტატუსები!
7. აკომენტარე!!! ( ჩემი ფუმფულაა, საკალელიიი,გენათალეე, აუ რა მაგადიააა და მისთანანი)
8. ჩათში გამოჩნდი
9. არა “უჯიკო” მოყვასსა შენსა Poke Button-ითა ცუდითა
10. არა გული გითქმოდეს სტატუსისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმოდეს wall post-ისათვის მოყვასისა შენისა, Farmville-ში ნაჩუქარი ძროხისა მისისა, არცა Profile picture-ისა მისისა, არცა like-ების და კომენტარებისა მისისა…
საინტერესოა, ვის რამდენი ფეისბუქური ცოდვა აქვს ჩადენილი…:)))
No comments:
Post a Comment